პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნათია თურნავას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
როგორც სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის იერონ კლიკისა და ალტერნატიული დირექტორის მარნიქს ვან რეის მილოცვაშია აღნიშნული, მოუთმენლად ელიან საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობის გაგრძელებას.
„გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში“, - ნათქვამია სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ ნათია თურნავასთვის გამოგზავნილ წერილში.
ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტად გასულ კვირაში დანიშნა. ნათია თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სებ-ის საბჭომ წარუდგინა, რომლის 4 ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა. სებ-ის საბჭო 9 წევრითაა დაკომპლექტებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.