ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში ყოფილ მინისტრ მიხაილ აბიზოვს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ყოფილ მინისტრ მიხაილ აბიზოვს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, როგორც ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იგი დამნაშავედ ქურდობაში ცნეს.
აბიზოვი ბრალდებას უარყოფს და "თვითნებურ დასკვნად" აფასებს.
ФСБ-მ იგი 2019 წელს დააკავა, როდესაც რუსეთის დატოვებას მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის ბიზნეს საავიაციო ტერმინალის გავლით ცდილობდა. საგამოძიებო სამსახური მას ენერგეტიკული კომპანიების თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს.
2012-2018 წლებში აბიზოვს ეკავა ღია მმართველობის საკითხთა მინისტრის პოსტი, მანამდე ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა ენერგეტიკულ და სამთო კომპანიებში და იყო რუსეთის ენერგეტიკული გიგანტის ЕЭС России-ის საბჭოს წევრი.
ამასთან, იგი Forbes-ის უმდიდრესი რუსების რეიტინგში მოხვდა, დაკავებამდე გამოცემამ მისი ქონება 600 მილიონ დოლარად შეაფასა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.