პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუისთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან 5 იანვარს მომხდარი ავარიის დროს დაშავებული შუა ხნის ქალი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს და წერს, რომ ქალის მდგომარეობა მძიმე იყო და ის ხაშურის კლინიკასი მკურნალობდა.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომაგისტრალზე მოხდა - ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მძღოლი, 4 ადამიანი კი დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.