არქივი2 მარტი, 2025, 11:26
რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება

რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც ორ კვირაზე მეტია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა, თავს უკეთ გრძნობს. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.
88 წლის პონტიფიკოსს ორმხრივი პნევმონია განუვითარდა, რის გამოც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს, თუმცა, მედიის ცნობით, ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“წმინდა მამის კლინიკური მდგომარეობა სტაბილური რჩება”, – აცხადებენ ვატიკანში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.