პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომან დოლიძემ წონა წარმატებით ჩააბარა და ბრძოლისთვის მზად არის

რომან დოლიძემ წონა წარმატებით ჩააბარა და ბრძოლისთვის მზად არის

რომან დოლიძის (13-3) ბრძოლა მოახლოვდა - ქართველი UFC-ის მებრძოლი თავის მორიგ შეხვედრას UFC 307-ზე გამართავს. რომანმა წონა წარმატებით ჩააბარა და ბრძოლისთვის მზად არის. ეს დაპირისპირება რომანისთვის UFC-ში რიგით მე-11 იქნება. მან 10 შეხვედრიდან 7-ში მოახერხა გამარჯვება, 3 კი მსაჯების გადაწყვეტილებით დათმო. რომანი ამერიკელ გამოცდილ მებრძოლ კევინ ჰოლანდს (26-11) დაუპირისპირდება, რომელმაც რომანის მსგავსად ბოლო ოთხი ბრძოლიდან ორში გამარჯვებას მიაღწია, 2 კი დათმო.
ცნობისათვის, ხსენებული დაპირისპირება საშუალო წონით კატეგორიაში გაიმართება (84 კგ), ხოლო რომანმა თავისი წინა ბრძოლა ქვემძიმე წონაში ჩაატარა (102 კგ)
და გამარჯვება ასევე ამერიკელ ენტონი სმიტთან (38-20) მოიპოვა. ქართველი მებრძოლის დაპირისპირებას შეგიძლიათ 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 06:00 საათიდან ადევნოთ თვალი.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.