„რიჟვაძე და წულუკიანი და ხაზარაძე და სხვა ქოცმაცუნები კი არა, ერთი სასიხარულო ამბავი გვაქვს მხოლოდ…“ – მაია ნადირაძე

ყოფილი დეპუტატი, მაია ნადირაძე:
„რიჟვაძე და წულუკიანი და ხაზარაძე და სხვა ქოცმაცუნები კი არა, ერთი სასიხარულო ამბავი გვაქვს მხოლოდ – კობახიძის წერილი ტრამს. ასეთი საჩვენო საქმე, ამ 13 წლის მანძილზე, არავის გაუკეთებია. ( ჩემი მოკრძალებული აზრით).
აი, მანდ გაითხარეს საფლავი. ისე, თვითონ არა, ფსბ-მ, თავზე რომ ადგათ ჩახმახ გამოწეული იმ ფსბ-მ მოუმზადა ეს ბრწყინვალე სვლა.
ადრეც ვთქვი, მეზარება მოძებნა იმ პოსტის, 3 წლის წინანდელია, რომ ესენი თავისი ნებით იმდენს არ აკეთებენ, რამდენსაც ახლობლის დაკარგვის შიშით შეპყრობილი მძევალი იზამდა. და ეს ეხება ყველას – კობახიძით დაწყებული, წულუკიანით დამთავრებული.
ასეა, ბიძიკოებო, სხვის შვილს ქვევრში რომ ჩააგდებ იმ ძალაუფლებისთვის, რომ მერე “ბირკინის ჩანთა იყიდო”, მერე შენ შვილსაც მოადგებიან.
ივანაშვილი ან სულს ღაფავს ან გაკოჭილი საწოლზე ყავთ მიბმული. ამ ხროვის ამბავი კი არ მადარდებს, იმ ფსბ- ს არმიის, აქ რომ არის ჩასახლებული და უმრავლესობას ალბათ “კეთილსინდისიერი მოღვაწის”ალიბი აქვს.
მითოსის სიუჟეტი გვაქვს ლაივში – მბრძანებლები ჯერ თავისი მონების შვილებს ჭამენ და თუ საქმეს დასჭირდა, თავის შვილებსაც…
ვინ კრონოსია, ვინ დელფოსი, ვინ ტანტალოსი და ვინ ზევსი, მაგის დარაზბორება მე მეზარება და თავად გადაწყვიტეთ. ან, ინწელექტუალი რესპუბლიკელები რომ გყავთ ავტორიტეტად, ბიძინას მომთრევი საკალელი ექსპერტები, ისინი დაგეხმარებიან.“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…