რა მარშრუტებზე ივლის 18-მეტრიანი ავტობუსები მომავალი წლიდან თბილისში

მომავალი წლიდან თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები ოთხ მარშრუტზე ჩაანაცვლებს 12-მეტრიან ავტობუსებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, 18-მეტრიანი ავტობუსები პირველ ეტაპზე ივლიან შემდეგ მარშრუტებზე:
· N301 — მოძრაობს პოლიტკოვსკაიას ქუჩასა და ქვედა მელითონეთა დასახლებას შორის. გაივლის 63 გაჩერებას.
· N302 — მოძრაობს დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს შორის. გაივლის 49 გაჩერებას.
· N308 — მოძრაობის გლდანის ტბასა და ბარათაშვილის ძეგლს შორის. გაივლის 47 გაჩერებას.
· N314 — მოძრაობს დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონსა და ბარათაშვილის ძეგლს შორის. გაივლის 47 გაჩერებას.
თბილისის მერიამ ორი კვირის წინ განაცხადა, რომ შეიძინა MAN-ის ფირმის 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელთა შემოყვანაც დეკემბრიდან დაიწყებოდა. პირველ ეტაპზე 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ჩამოყვანა იგეგმება.
რაც შეეხება თავად ავტობუსების მოწყობას, მერიის ცნობით, ისინი გათვლილია 162 მგზავრზე, საიდანაც 43 დასაჯდომი ადგილი იქნება. ამასთან, ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ