არქივი27 ოქტომბერი 2024, 14:22
პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის ბრიფინგი 21:00 საათზეა დაგეგმილი.
პრეზიდენტი სავარაუდოდ, ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრებს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე პრეზიდენტი, ორბელიანის სასახლეში, ოპოზიციური ძალების ლიდერებთან მართავს შეხვედრებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.