ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა - ამ წუთებში დეპუტატებს წლიური მოხსენებით პრეზიდენტი მიმართავს

პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. სესიის გახსნისას სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
ამასთან, პარლამენტში უკვე მივიდა პრეზიდენტი, რომელიც საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სტატუსით ეს სალომე ზურაბიშვილის ბოლო მოხსენებაა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი არიან დეპუტატები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან.
ასევე პლენარულ სხდომას ესწრებიან მოვალეობის შემსრულებელი მინისტრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, დიპლომატები, რომელთა მოწვევაც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს ტრადიციას წარმოადგენს. სხდომაზე იმყოფება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.
პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნას ფრაქციათა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები დაიკავებენ, რომელთა სიტყვით მიმართვისთვის 10-10 წუთია განსაზღვრული.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს. ამის შემდეგ პლენარული სხდომა დაიხურება.
პრეზიდენტის გამოსვლის დღეს პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა დაუშვებელია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.