ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოთარ ზურაბიშვილი - ლაქა, რომელსაც კალანდარიშვილი შუბლზე ატარებს, არის ტყუილის ლაქა

ოთარ ზურაბიშვილი - ლაქა, რომელსაც კალანდარიშვილი შუბლზე ატარებს, არის ტყუილის ლაქა

ლაქა,რომელსაც კალანდარიშვილი შუბლზე ატარებს, არის ტყუილის ლაქა, რომელიც უძრავია და მის შუბლზე რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
მისივე თქმით, ცესკომ გუშინ “ტყუილი და გაყალბება” შეაჯამა.
“ცესკო-ს შეჯამება არის ტყუილის და გაყალბების შეჯამება. ლაქა, რომელსაც გიორგი კალანდარიშვილი შუბლზე ატარებს, არის ტყუილის ლაქა, რომელიც უძრავია და მის შუბლზე რჩება. ასეთი ლაქა აქვთ იმათ, ვინც არჩევნების დამკვეთია - ივანიშვილი და კობახიძე. ისინი ატარებენ ხალხის წინაშე იმ ლაქას, რომელიც მუდმივია, ეს არის პოლიტიკური, მუდმივი ლაქა”, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.