„ნუ უჯერებთ ჭორებს, რომ ხალხს ქუჩაში დასდევენ და ადეპორტებენ” – რას წერს ნინი შერმადინი აშშ-დან

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი დე­პორ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟ­ზე წერს და ამ­ბობს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა.
“მე­გობ­რე­ბო, ძა­ლი­ან ბევ­რი ანო­ნი­მუ­რი პოს­ტი მხვდე­ბა და არ შე­მეძ­ლო არ და­მე­წე­რა ეს პოს­ტი ქარ­თვე­ლე­ბო, ვინც ნერ­ვი­უ­ლობთ დე­პორ­ტა­ცი­ა­ზე, გთხოვთ ნუ უჯე­რებთ გავ­რცე­ლე­ბულ ჭო­რებს, რომ თით­ქოს ხალ­ხს ქუ­ჩა­ში დას­დე­ვენ და ადე­პორ­ტე­ბენ.
დიახ არის რე­ი­დე­ბი, მაგ­რამ ვი­საც კრი­მი­ნა­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი იმ ადა­მი­ა­ნებს ეხე­ბათ და არა პა­ტი­ო­სან მშრო­მელ ხალ­ხს. ამას წი­ნად სა­დღაც წა­ვი­კი­თხე ვი­თომ X Factory დან ხალ­ხი აიყ­ვა­ნეს, ზუს­ტად იმ დღეს იქ ვმღე­რო­დი ღა­მის 1 სა­ა­თამ­დე იქ ვი­ყა­ვით მე და ირაკ­ლი შა­რა­ძე. პო­ლი­ცია უბ­რა­ლოდ პე­რი­მეტრს აკონ­ტრო­ლებ­და, რო­გორც ეს სულ ხდე­ბა.
არა­ვინ არ აუყ­ვა­ნი­ათ და არც გა­უ­დე­პორ­ტე­ბი­ათ, გუ­შინ ჩემი მე­გო­ბა­რი გა­ა­ჩე­რეს ისიც მექ­სი­კი­დან შე­მო­სუ­ლი და უპ­რობ­ლე­მოდ გა­უშ­ვეს! ჩემი მე­გობ­რის დე­ი­დაშ­ვი­ლის შვილს ახალ­გაზ­რდა ბიჭს გული გა­უს­კდა ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან, არ იმუ­შაო გა­გა­დე­პორ­ტე­ბე­ნო და ვერ გა­და­ი­ტა­ნა ადა­მი­ან­მა, ამ­დენ ვალს რო­გორ გა­და­ვიხ­დიო და გარ­და­იც­ვა­ლა! კაცი გარ­და­იც­ვა­ლა ნერ­ვი­უ­ლო­ბით!!!!
ყვე­ლას გული ერ­თნა­ი­რად ვერ უძ­ლებს! ამ­დე­ნი ანო­ნი­მუ­რი მე­სი­ჯი ჯგუ­ფებ­ში, ასე ხალ­ხის და­ზაფ­რა თქვენ რა სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებთ? რას ემ­სა­ხუ­რე­ბით? რამ გა­გა­ბო­რო­ტათ ესე ხალ­ხო?! მე­გობ­რე­ბო გთხოვთ ნუ უს­მენთ ნუ­რა­ვის, გა­აგ­რძე­ლეთ მუ­შა­ო­ბა პა­ტი­ოს­ნად, იცხოვ­რეთ მშვი­დად ჩვე­ულ რიტ­მში! მშვი­დო­ბი­ან და მშრო­მელ ხალ­ხს არა­ვინ არ­სად გა­აგ­დებს! მიყ­ვარ­ხართ და წარ­მა­ტე­ბე­ბი ყვე­ლას!” – წერს შერ­მა­დი­ნი.
ცნო­ბის­თვის, თეთრ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის დღეს პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა მიზ­ნად და­ი­სა­ხა “მიგ­რან­ტე­ბის შეჭ­რის” წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა. მან გა­მო­ა­ცხა­და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა აშშ-მექ­სი­კის სა­ზღვარ­ზე და სამ­ხედ­რო­ებს უბ­რძა­ნა სა­ზღვრის “და­კეტ­ვა”. მა­სობ­რი­ვი დე­პორ­ტა­ცია 24 იან­ვრი­დან და­ი­წყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო