,, ნორმალურ ქვეყანაში ქოცბიზნესმენ პაპაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძვრებოდა, სასამართლო უზარმაზარ ჯარიმებს დააკისრებდა” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
,,საოცარი ჟურნალისტური გამოძიება ქონდა გუშინ რადიო თავისუფლებას. ზუსტად ასახავს ქოცობის არსს და იმას, თუ სად აღმოვჩნდებით ტოტალურად ჩაფლული, თუ ესენი დროზე არ გავყარეთ.
მოკლედ: ქოცბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა, რომელსაც ქონია საქონლის დიდი ფერმა სასამართლოში მოუგო 4.7 მილიონი ლარი ბიუ–ბიუს მფლობელ კომპანიას, რომლისგანაც ქათმის სკინტლს ყიდულობდა თურმე და თავის ძროხებს აჭმევდა. ეს არის მავნე საკვები ძროხებისთვის და ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. სკინტლნაჭამი ძროხის რძეს ვიღებდით ჩვენ სანტეს, სოფლის ნობათის და აგროჰაბის პროდუქტებს როცა ვყიდულობდით. ოღონდ ძროხები დაეხოცა პაპაშვილს და უხარისხო სკინტლის ბრალი იყოო, სასამართლოში უჩივლა ბიუ–ბიუს. სასამართლომ აბა რა, ეგრეაო, და დააკისრა ბიუ–ბიუს 4.7 მილიონი ლარის გადახდა ქოცი პაპაშვილისთვის. ნორმალურ ქვეყანაში პაპაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძვრებოდა, სასამართლო უზარმაზარ ჯარიმებს დააკისრებდა, მოქალაქეები უჩივლვებდნენ მასაც, სანტესაც, სოფლის ნობათსაც და აგროჰაბსაც და მილიონობით ლარს აახევდნენ იმის გამო, რომ ქათმის ნაკელიანი რძე ასვეს წლობით. ქოცურ ქვეყანაში კი პაპაშვილმა პროცესი მოიგო. აი ეს არის ჩვენი რეალობა და ამ ქეისზე კარგად არაფერი ასახავს მგონი რა ქვეყანაში ვიცხოვრებთ სამუდამოდ თუ ახლა ქოცები სასწრაფოდ არ გადავაშენეთ.“

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია