ნინო ლომჯარია: შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამხელა არადეკლარირებული ფულის ბრუნვაზეა საუბარი?!

"ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნების" სასარგებლოდ საშუალო ზომის საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის კონტროლზე და პერსონალური ინფორმაციის უკანონო დამუშავებაზე პასუხისმგებელი 30-მდე პირი მუშაობდა, + თითო უბანზე მიმაგრებული იყო 1 "კაპიტანი" და 2-3 ქოლ-ცენტრის თანამშრომელი (სულ იყო 3111 უბანი), უბნის შიგნით მათ სასარგებლოდ მუშაობდნენ გონგო სადამკვირვებლო ორგანიზაციის თანამშრომლები - 4-5 კაცი, ხოლო გარე პერიმეტრზე საშუალოდ 10 -15 პირი იყო მობილიზებული.
ამას დაამატეთ სხვისი პირადობის მონაცემებით ხმის მიცემის სქემაში ჩართული უამრავი ადამიანი. მტკიცებულებებით დასტურდება, ასევე, სხვისი პირადობის მოწმობების ყიდვის ფაქტები. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამხელა არადეკლარირებული ფულის ბრუნვაზეა საუბარი?!" - წერს სოციალურ ქსელში ყოფილი სახალხო დამცველი და პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.