ნიკო მანაგაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან განსხვავებით, თსუ-მა სტუდენტებს კარი ჩაუკეტა, რამდენიმე სტუდენტმა გადაწყვიტა ღამე შენობის გარეთ, კიბეებზე, ღია ცის ქვეშ გაათენოს

სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” ლიდერი ნიკო მანაგაძე აცხადებს, რომ რამდენიმე სტუდენტმა გადაწყვიტა თსუ-ს პირველი კორპუსის წინ ღამე ღია ცის ქვეშ გაათენოს.
“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან განსხვავებით, თსუ-მა სტუდენტებს კარი ჩაუკეტა, რამდენიმე სტუდენტმა გადაწყვიტა ღამე შენობის გარეთ, კიბეებზე, ღია ცის ქვეშ გაათენოს. ყინვაა, რთულად გასაძლებია, მაგრამ გადაწყვეტილება მტკიცეა. ბევრმა ადამიანმა მოიტანა უკვე პლედები, საკვები და ა.შ. პარალელურად, ილიაუნის შენობაშიც ათენებენ ღამეს სტუდენტები.
მნიშვნელოვანია დილის 10:00 საათიდან ყველანი ვიყოთ ცესკოსთან (აღმაშენებლის ხეივანი, 138). 11:00 საათზე ჩანიშნეს სხდომა და აპირებენ მიტაცებული არჩევნების შედეგების საბოლოოდ დამტკიცებას. ჩვენი მტკიცე და ხისტი პროტესტი, ბრძოლა უნდა ვაჩვენოთ მთელს მსოფლიოს!” -წერს ნიკო მანაგაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად