პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ნაკრების ლიდერი დავკარგეთ" - საქართველოს პოტენციურ მეტოქე ყაზახეთშიც ყვითელ ბარათებს გლოვობენ

საქართველოს ნაკრების დარად კარგი ამბავი არც ყაზახეთს დაემართა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში "ჯვაროსნების" პოტენციური მეტოქეა, თუმცა მათ ჩვენგან განსხვავებით ეს ამბავი ეპატიებათ, რადგან სლოვენიასთან უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ჰქონდათ და გამარჯვების შემთხვევაში ევრო 2024-ზე გადიოდნენ.
მოკლედ, აღნიშნულ შეხვედრაში "ზენიტის" 23 წლის მცველმა ნურალი ალიპმა, რომლითაც ინფორმაციისთვის "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული, შესარჩევ ციკლში მე-3 ყვითელი ბარათი მიიღო და თავის ნაკრებს საბერძნეთთან მატჩში ვერ დაეხმარება.
ყაზახური მედია წერს, რომ ის ნაკრების ლიდერია და უდიდესი დანაკლისია. შესარჩევ ეტაპზე მან ყველა შეხვედრაში სრულად ითამაშა და ამავდროულად, სანქტ-პეტერბურგული
გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია.
თუ ყაზახებმა ბერძნების ბარიერი გაიარეს და ქართველებმა ლუქსემბურგი დაამარცხეს, ფინალში კვარაცხელიასაც შეეძლება თამაში და ალიპსაც.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.