მუხროვანში საპარაშუტო მომზადების სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

მუხროვანში საპარაშუტო მომზადების სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის, საპარაშუტო მომზადების სკოლის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა დასრულდა. სასწავლო პროგრამა, სამხედრო დაზვერვის პირადმა შემადგენლობამ და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა გაიარეს. გამოშვების საზეიმო ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულები სერტიფიკატებითა და სამხრე ნიშნებით დაჯილდოვდნენ.
საპარაშუტო მომზადების ექვსკვირიანი კურსი სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას მოიცავდა.
სპეციალური ოპერაციების სარდლობის განვითარების გეგმის ფარგლებში, იგეგმება მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და საპარაშუტო აღჭურვილობის განახლება.
Next: ე.წ. ექსპერტები აცხადებდნენ, რომ სამ თვეში ქვეყანა ჩამოიქცეოდა ეკონომიკური კუთხით – გავიდა სამი-ოთხი თვე და ჩვენ ვდგავართ მყარად – რადიკალების ამოცანაა, რომ დავასანქცირებინოთ და ქვეყანა დავაქციოთ, ჩვენი ამოცანაა საპირისპირო

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა