არქივი8 დეკემბერი, 2024, 00:08
მსახიობ გიორგი მახარაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მსახიობ გიორგი მახარაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც გიორგი მახარაძე აცხადებს, პოლიციის თვალწინ თავს დაესხა 30-მდე პირი, სამართალდამცავებს კი მომხდარზე რეაგირება არ ჰქონიათ.
„წინ მიდგას პატრული და 30 „ტიპი“ „დუბინკით“ მცემს და უყურებენ... 10 წუთი მცემეს. დგანან ესენი და მიყურებენ და დებილი სახით მეუბნებიან, გადავეციო“, - განაცხადა გიორგი მახარაძემ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.