მოქალაქეს შეუძლია, თვითრეგულირების ორგანოში გაასაჩივროს მედიის მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედება, მაგრამ ემატება სახელმწიფო რეგულირებაც

არცერთი ფრაზა არ იქნება დამატებული არსებულ ნორმებზე, საუბარია იმ ნორმებზე, რომელიც დაკანონებული იქნა საქართველოში, როცა სუბიექტს მოუნდება, რომ მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური თავდასხმა, ფეიკკამპანია თუ ცრუ ინფორმაცია გაასაჩივროს, მას ექნება ამის საშუალება არა მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოში, არამედ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნული კომისიაშიც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიის კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ერთადერთი, რაც იცვლება არის ის, რომ თვითრეგულირების ორგანოს გარდა, მოქალაქეს შეუძლია, მედიის ესა თუ ის ქმედება გაასაჩივროს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაშიც.
თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ რომელიმე ტელემედიამ თქვენს მიმართ გაავრცელა ფეიკი, გექნებათ საშუალება არჩევანის. მაგალითად, თუ „ტვ პირველი“ გაავრცელებს ფეიკს ვინმეს წინააღმდეგ, თუ ის ენდობა მაინც „ტვ პირველს“, შეუძლია იქ გაასაჩივროს და შედეგებიც გვახსოვს ამაზე. თუ ეს ადამიანი ენდობა სახელმწიფოს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ახლა კანონი მოგცემთ საშუალებას, გაასაჩივროთ ამ ორგანოში. სხვა ცვლილება არ იქნება. როცა ვსაუბრობთ, რომ თვითრეგულირებიდან გადმოდის სახელმწიფო რეგულირების სფეროში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითრეგულირებას ვაქრობთ. ის რჩება და მოქალაქეს შეუძლია, იქ გაასაჩივროს მის მიმართ განხორციელებული ქმედება, მაგრამ ემატება სახელმწიფო რეგულირებაც“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“