პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ქვეყნის რეპუტაციისთვის – ნიკოლოზ რაჭველი

მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ქვეყნის რეპუტაციისთვის – ნიკოლოზ რაჭველი

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე გადაწყვეტილებას ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მსახიობები, რეჟისორები, მუსიკოსები, ხელოვანები, დაკავებულების მეგობრები და ოჯახის წევრები ელოდებიან.
ნიკოლოზ რაჭველი ამბობს, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მოსამართლე მიიღებს, მნიშვნელოვანია ქვეყნის და სასამართლოს რეპუტაციისთვის.
ძალიან ვღელავთ, რადგან უკვე მოსამართლე გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად. ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და სასამართლოს რეპუტაციისთვის, რომელიც აქვს შერყეული. სულ მინდა, გამოჩდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც გაუფრთხილდებიან თავისი დაწესებულების სახელსა და სტატუსს. ვუშვებთ იმას, რომ არის გარკვეული მითითებები, რომელსაც არასრულებს სასამართლო. ჩემი მთავარი იმედი არის, რომ აღმოჩდნენ კეთილსინდისიერი მოსამართლეები. ისევე როგორც მე მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც მეცოდინება, რომ ექიმი იცავს ჰიპოკრატეს ფიცს და ასევე მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც მეცოდინება, რომ მოსამართლე იცავს სამართლიანობას”, – განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.