ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ ყაველაშვილმა ბაქოში მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

მიხეილ ყაველაშვილმა ბაქოში მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

მიხეილ ყაველაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მტკიცე, მეგობრული ურთიერთობები და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთაშორისო და რეგიონულ ფორმატებში.
„განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი პარტნიორობა. გაფართოებულ შეხვედრას დელეგაციაში შემავალი საქართველოს პარლამენტის წევრები გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი, სავალან მირზოევი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.