მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება.
როგორც მან აღნიშნა, მტკნარი სიცრუეა, რომ 95 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდა.
„საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 მილიონ ლარის ირგვლივ. აქედანაც ბუნებრივია შეფასება დასჭირდება, შესაძლოა, ეს რიცხვიც არ იყოს. ვინმეს შეცდომაში შეყვანა, რომ 95 მილიონი ლარი შეუწყდა საქართველოს მხარეს, მტკნარი სიცრუეა”,- აღნიშნა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიასაც შეეხებოდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს.
ipn.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.