ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეუფე შიო - კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევაა, ამ პერიოდში ყველამ განსაკუთრებით გააძლიეროს ლოცვები მშვიდობისთვის - ვითარების დამშვიდებამდე ტაძრებში ყოველდღიურად პარაკლისები ჩატარდეს

მეუფე შიო - კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევაა, ამ პერიოდში ყველამ განსაკუთრებით გააძლიეროს ლოცვები მშვიდობისთვის - ვითარების დამშვიდებამდე ტაძრებში ყოველდღიურად პარაკლისები ჩატარდეს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევაა, რომ ამ პერიოდში ყველამ განსაკუთრებით გააძლიეროს ლოცვები მშვიდობისთვის.
გარდა ამისა, მეუფე შიოს თქმით, სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, ქვეყანაში ვითარების დამშვიდებამდე ტაძრებში საქართველოს მშვიდობისთვის პარაკლისები ჩატარდეს.
„მინდა, გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა, რომ ამ პერიოდში ყველამ განსაკუთრებით უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის.
სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ვითარების დამშვიდებამდე ყოველდღიურად ტაძრებში ჩატარდეს პარაკლისები საქართველოს მშვიდობისთვის, დამშვიდებისთვის, შერიგებისთვის, სიყვარულის გაძლიერებისა და ამ აქციებზე დაშავებული ადამიანების გამოჯანმრთელებისათვის“, - განაცხადა მეუფე შიომ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.