არქივი23 ივნისი 2025, 22:22
მედია - აშშ-ის ბაზებზე ირანის თავდასხმის ფონზე დონალდ ტრამპი სიტუაციურ ოთახში იმყოფება

აშშ-ის ბაზებზე ირანის თავდასხმის ფონზე დონალდ ტრამპი სიტუაციურ ოთახში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სიტუაციურ ოთახში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელთან, გენერალ დენ კეინთან და აშშ-ის თავდაცვის მდივან, პიტ ჰეგსეტთან ერთად იმყოფება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირანმა კატარსა და ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის ბაზაზე იერიშის შესახებ ირანმა კატარს წინასწარ აცნობა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.