„მაშინ დაბრუნდეს, როცა მშვიდობისთვის იქნება მზად“ — ტრამპი ზელენსკიზე

თეთრ სახლში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა და დიალოგი მწვავე კამათის ფონზე წარიმართა.
ტრამპმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოავლინა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა დღეს თეთრ სახლში. ბევრ რამეს გაიგებ ასეთ შეხვედრაზე ისეთს, რასაც ვერასდროს მიხვდები საუბრის გარეშე ასეთ წნეხსა და დაძაბულობაში. შესანიშნავია, რომ ემოციებით ბევრ რამეს ავლენს. მე მივხვდი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკა ჩაერთვება საქმეში, რადგან მას ჰგონია, რომ ჩვენი ჩართულობა დიდ უპირატესობას აძლევს მოლაპარაკებებში. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. მან უპატივცემულობა გამოავლინა შეერთებული შტატებისადმი ჩვენთვის ძვირფას ოვალურ კაბინეტში. შეუძლია მაშინ დაბრუნდეს, როცა მშვიდობისთვის იქნება მზად“, — განაცხადა ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა