პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკო ასენსიო პსჟ-დან "ასტონ ვილაში" გადავიდა

მარკო ასენსიო პსჟ-დან "ასტონ ვილაში" გადავიდა

"ასტონ ვილამ" პსჟ-სგან 28 წლის ესპანელი ნახევარმცველი მარკო ასენსიო იჯარით აიყვანა.
ასენსიო პარიზულ გუნდში ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. მან მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მარკომ "რეალის" შემადგენლობაში სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, "პარი სენ ჟერმენში" 2023 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ღირებულება 20 მილიონი ევროა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.