მალე 33 წელი შესრულდება აფხაზეთის ომიდან და მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი ოჯახი დღემდე ელოდება თავისი შვილი ან ოჯახის სხვა წევრი როდის დაუბრუნდება იმ ადგილს, რომლის მონახულებასაც შეძლებენ ოჯახის წევრები

მალე 33 წელი შესრულდება აფხაზეთის ომიდან და მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი ოჯახი დღემდე ელოდება თავისი შვილი ან ოჯახის სხვა წევრი როდის დაუბრუნდება იმ ადგილს, რომლის მონახულებასაც შეძლებენ ოჯახის წევრები
საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და ჭირისუფლებს სამძიმარი გამოუცხადა.
„მალე 33 წელი შესრულდება აფხაზეთის ომიდან და მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი ოჯახი დღემდე ელოდება თავისი შვილი ან ოჯახის სხვა წევრი როდის დაუბრუნდება იმ ადგილს, რომლის მონახულებასაც შეძლებენ ოჯახის წევრები.
ძალიან მძიმეა ბუნებრივია, თუმცა პროცესი კარგად მიმდინარეობს. დიდი მადლობა მსურს ვუთხრა აფხაზურ მხარეს და წითელ ჯვარს, რომლის ჩართულობითაც ეს ყველაფერი ხდება,“- განაცხადა მედიასთან საუბარში სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე