ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაია სანდუ - ბზობა მშვიდობის დღეა, როდესაც ხალხი ლოცვისთვის შეიკრიბა, რუსეთმა სუმი დაბომბა - აგრესორმა პასუხი უნდა აგოს

მაია სანდუ - ბზობა მშვიდობის დღეა, როდესაც ხალხი ლოცვისთვის შეიკრიბა, რუსეთმა სუმი დაბომბა - აგრესორმა პასუხი უნდა აგოს

ბზობა მშვიდობის დღეა. დღეს დილით, როდესაც ხალხი ლოცვისთვის შეიკრიბა, რუსეთმა სუმი დაბომბა - მოკლა და დაჭრა მშვიდობიანი მოქალაქეები, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მოლდოვა უკრაინასთან ერთად გლოვობს და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას მოითხოვს.
„აგრესორმა პასუხი უნდა აგოს. ასეთ ბოროტებას გამართლება არ აქვს“, - აცხადებს მაია სანდუ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.