ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლუის ენრიკემ კვარაცხელიაზე დასმულ კითხვას სახალისო პასუხი გასცა

ლუის ენრიკემ კვარაცხელიაზე დასმულ კითხვას სახალისო პასუხი გასცა

ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდი პსჟ საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში დღეს გასვლაზე დაბალი ლიგის წარმომადგენელ "ესპალის" დაუპირისპირდება.
მატჩის წინა გამართულ პრესკონფერენციაზე პარიზელთა მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე დაუსვეს, რაზეც ესპანელმა სახალისო პასუხი გასცა.
"მომწონს იმ ფეხბურთელებზე საუბარი, რომლებიც ჩემს გუნდში არ არიან, მაგრამ ახლა ამას არ გავაკეთებ", - თქვა ენრიკემ, რითაც თავადაც მიანიშნა, რომ კვარაცხელია პსჟ-ის წევრი გახდება.
შეგახსენებთ, რომ სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად ქართველს პარიზში დღეს ელიან.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.