პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ტალახაძე ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე აღარ იასპარეზებს

რამდენიმე წუთში ბულგარეთის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაში მძიმეწონოსნები ჩაერთვებიან, სადაც საქართველოს ნაკრებიდან 2 ძალოსანია წარდგენილი.
+109 კგ. წონით კატეგორიის განაცხადში ლაშა ტალახაძე და ბაქარ თურმანიძეა არიან, თუმცა შეჯიბრზე მხოლოდ ბაქარი გამოვა.
ძალოსნობის გულშემატკივარი მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის ასპარეზობას ელის, თუმცა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ლაშა მიმდინარე ჩემპიონატს გამოტოვებს.
როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ განაცხადა, ლაშა ტალახაძე რეაბილიტაციას გადის და ამ ეტაპზე, ოლიმპიადისთვის რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ლაშას ასპარეზობა გამოირიცხა.
მოგეხსენებათ, მიმდინარე ჩემპიონატი არის პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო და
რეგლამენტის თანახმად აუცილებელია სპორტსმენის აწონვა და სტარტზე გამოცხადება. ლაშა ტალახაძემ სწორედ ეს წესი დაიცვა.
წყარო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.