"კვარას" კონტრაქტზე რას გვეტყვი, პრეზიდენტო?" - დე ლაურენტისის ორიგინალური პასუხი ჟურნალისტებს

"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იტალიის ქალაქ მილანში სერია A-ს კლუბების მესვეურების შეხვედრას დაესწრო, ამის შემდეგ, როდესაც კინოპროდიუსერი მანქანისკენ გადაადგილდებოდა, ჟურნალისტებმა დრო იხელთეს და ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის შესახებ ჰკითხეს.
- "კვარას" კონტრაქტზე რას გვეტყვი, ბატონო პრეზიდენტო?"
- "რა შემიძლია გითხრათ, ჩემო ბიჭებო? ცხოვრება მშვენიერია", - უთხრა დე ლაურენტისმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, ხვიჩას წარმომადგენლები ახალ ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხის შეტანას და ფეხბურთელისთვის ხელფასის სახით წელიწადში 8 მილიონ ევროს ითხოვენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.