არქივი25 დეკემბერი, 2023, 10:26
იქნება დიდი სკანდალი? - FIFA-მ ბრაზილიის ნაკრები შესაძლოა, საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთოს
Associated Press-ის ინფორმაციით, FIFA-მ ბრაზილიის ნაკრები და ამ ქვეყნის კლუბები შესაძლოა, საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთოს.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია (CBF) დაუგეგმავ არჩევნებს გეგმავს, რათა ამჟამინდელი პრეზიდენტი ედნალდო როდრიგესი გადააყენონ, ამას კი მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო თავისი წესების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.
Associated Press წერს, რომ FIFA-მ CBF-ს გამაფრთხილებელი წერილი უკვე გაუგზავნა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.