არქივი20 იანვარი 2024, 10:40
ისრაელელ სამხედროებთან შეტაკებას პალესტინელი მოზარდი ემსხვერპლა
იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელ სამხედროებთან შეტაკებას პალესტინელი მოზარდი ემსხვერპლა.
მას ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა.
ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინციდენტი ქალაქ რამალაში მოხდა, სადაც ისრაელელ სამხედროებს ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ქვები დაუშინეს. პალესტინური მხარის მტკიცებით, 17 წლის მოზარდი ისრაელელი სპეცრაზმელის ტყვიამ იმსხვერპლა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.