არქივი2 აგვისტო 2024, 11:24
ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი შეამცირა
2020 წლის შემდეგ პირველად, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სისტემის მთავარმა მარეგულირებელმა ორგანომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 5%-იან ნიშნულამდე შეამცირა.
ოფიციალური უწყების განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება პირდაპირ კავშირშია 2%-მდე შემცირებულ ინფლაციასთან, რომელიც ამჟამად სამიზნე ნიშნულზე იმყოფება.
bm.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.