„თიბისის“ მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ Startup-მარათონს გამართავს

„თიბისის“ მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას „“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა და „ანტრეპრენერობის“ პრინციპების გაცნობასა და პროფესიონალებთან ერთად რეალურ ბიზნეს იდეაზე მუშაობის შესაძლებლობის შექმნას.
„მარათონში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც აპლიკაციის გამოგზავნას გულისხმობდა, უკვე დასრულდა. შერჩეული გუნდები შემდეგ ეტაპზე გადავლენ და ტრენერებთან ერთად ბიზნეს იდეის ძირითად საკითხებს დაამუშავებენ. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს გამოცდილი და პროფესიონალი მენტორები უხელმძღვანელებენ.
“ ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია პარტნიორობს აღნიშნულ პროექტთან. „თიბისისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდების მხარდაჭერა ასეთ წამოწყებებში, ასევე სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება საქართველოში. სწორედ ამიტომ, „თიბისი“ ახალი თაობისთვის სტარტაპერთან ერთად მარათონში მონაწილე შერჩეულ გუნდს დააჯილდოებს და ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეის განხორციელებაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა