ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია შოტლანდიური "მაზეურელის" ჩაბარებასთან ახლოსაა, ამის შესახებ ინფორმაციას Motherwell Times-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, შოტლანდიური კლუბი მხოლოდ ორი სპეციალისტის კანდიდატურას განიხილავს და ერთ-ერთი სწორედ ქეცბაიაა.
გამოცემის ინფორმაციით, თემურმა "მაზერუელს" საკუთარი კანდიდატურა თავად შესთავაზა და შოტლანდიის ჩემპიონატში მუშაობის სურვილი გამოთქვა.
"მაზერუელი" ამჟამად სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, ბოლოს ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს წვრთნიდა და თანამდებობა 2024 წლის სექტემბერში საკუთარი სურვილით დატოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.