თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე – ჩემზე ზეწოლა გამორიცხულია, ამას ვერავინ გააკეთებს, ვერავინ შემიშლის ხელს, რომ ვემსახურო ქართველ ხალხს

ბესარიონ ალავიძე რასაც ამბობს, ჩემთვის წარმოუდგენელია – ჩემზე ზეწოლა გამორიცხულია, თუ მოსამართლეები ამოიღებენ ხმას და იტყვიან, არა, როდესაც უნდა ითქვას არა, მაშინ სამართალს ყოველთვის მიეცემა გასაქანი – ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, ვლადიმერ ხუჭუა აღნიშნავს, რითაც ეხმაურება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესო ალავიძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.
როგორც ხუჭუა აღნიშნავს, მოსამართლეების მხრიდან „ამას უნდა გაეცეს პასუხი“.
„ჩემზე ზეწოლა გამორიცხულია, ამას ვერავინ გააკეთებს, მე ვერავინ შემიშლის ხელს, რომ ვემსახურო ქართველ ხალხს, ეს გამორიცხულია. ბესარიონ ალავიძე რასაც ამბობს, ჩემთვის წარმოუდგენელია. ის თავის გამოსვლებში ადასტურებს, რომ მოსამართლეებზე ხორციელდებოდა და ხორციელდება ზეწოლები, ისინი არიან შეშინებულები, არიან ჩუმად, ვერ იღებენ ხმას და მას აქვს ამის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. გაოგნებული ვარ, ამასთან დაკავშირებით, რატომ არის დუმილი, რადგან ამას უნდა გაეცეს პასუხები. შეუძლებელია, რომ ეს საკითხი დარჩეს გამოკვლევის გარეშე. თუ მოსამართლეები ამოიღებენ ხმას და იტყვიან, არა, როდესაც უნდა ითქვას არა, მაშინ სამართალს ყოველთვის მიეცემა გასაქანი”,- აღნიშნავს ხუჭუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა – პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ეს წინადადებაც, დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო

რუმინეთის პრეზიდენტი – რუმინეთის საჰაერო ძალებმა ქვეყნის ტერიტორიული წყლების თავზე დრონი ჩამოაგდეს – დაუშვებელი და მიუღებელია, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას