არქივი26 დეკემბერი, 2023, 14:12
თეა წულუკიანი სოფელ მარანში მდებარე კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანს ეწვია და კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია რეგიონში და მას, 2016 წლიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის იტალიელმა არქიტექტორებმა ააგეს. კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2021 წლის დეკემბერში შემუშავდა მარნის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ღირებულებაც 133 000 ლარს შეადგენს.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.