გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 დეკემბერს, 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წიწამური, საგურამო, წილკანი. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 11:00-იდან 11:05 საათამდე და 16:55-იდან 17:00 საათამდე- აბონენტებს სოფლებში მუხრანი, ძალისი, ქსოვრისი, ილტოზა, ვაზიანი, ვარდისუბანი, ერედა, ქანდა, პატარა ქანდა. 17:00-იდან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფელ წეროვანში.
„11:00-იდან 18:30 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს სოფელ გლდანში, ავჭალის მასივში, ავჭალა 2-ის დასახლებაში.
15:00-იდან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდება მომხმარებლებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, ებნისი, ლამოვანი, ციხევდავი, ზემო შუახევი, ბუჩუნტლიანი, ქვემო კოდისწყარო, ქისიაანი, გრემისხევი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეული რეჟიმით აღდგება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!