თეა წულუკიანი კორცხელის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის პრობლემებს გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი სამეგრელოში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრი ამჯერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს ესტუმრა. მან მინისტრის მოადგილესა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორ სთან, დეკანოზ პეტრე ხუბუასა და კორცხელის დედათა მონასტრის იღუმენია ნანა სამელიასთან ერთად დაათვალიერა ტაძარი და გაეცნო ძეგლის მდგომარეობას.
მინისტრმა სასულიერო პირებთან ერთად იმსჯელა ტაძრის მდგომარეობასა და დარჩენილი პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი X საუკუნით თარიღდება და აღდგენილია XVII საუკუნეში. ეს არის ქვის გუმბათოვანი ნაგებობა სამი შვერილი აფსიდით. ეკლესიის წინ დგას ორსართულიანი კოშკი, რომელიც ნაგებია კარგად გათლილი კვადროვანი ქვით.
კორცხელის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა.საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამეგრელოში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. მინისტრი ამჯერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს ესტუმრა. მან მინისტრის მოადგილესა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიასთან, დეკანოზ პეტრე ხუბუასა და კორცხელის დედათა მონასტრის იღუმენია ნანა სამელიასთან ერთად დაათვალიერა ტაძარი და გაეცნო ძეგლის მდგომარეობას.
მინისტრმა სასულიერო პირებთან ერთად იმსჯელა ტაძრის მდგომარეობასა და დარჩენილი პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი X საუკუნით თარიღდება და აღდგენილია XVII საუკუნეში. ეს არის ქვის გუმბათოვანი ნაგებობა სამი შვერილი აფსიდით. ეკლესიის წინ დგას ორსართულიანი კოშკი, რომელიც ნაგებია კარგად გათლილი კვადროვანი ქვით.
კორცხელის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ვიხილე სუსტი, უფერული ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა პრობლემები აქვს ადამიანებს; რომელმაც იკადრა თავისი ოჯახის წევრი, მილიარდერი ადამიანი ამ გაუბედურებულ, კაპიკებზე მცხოვრებ ადამიანებს წინ ჩაუყენა“ – ხატია დეკანოიძის განცხადება