თბილისის მერია – ახმეტელის ქუჩაზე სკვერების რეაბილიტაცია დასრულდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ ახმეტელის ქუჩაზე ხუთი მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მოსასვენებელ სივრცეებში ახმეტელის ქუჩის N2, 4, 6 და 8 ნომრებში, ასევე, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის 21-ე კორპუსის მიმდებარედ მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი, პატარებისთვის მოეწყო გასართობი ზონა, ასევე, ჩატარდა გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები.
„ამასთან, ახმეტელის ქუჩა N8-ის მიმდებარედ არსებულ სივრცეში უსახური ავტოფარეხების დემონტაჟიც განხორციელდა.
აღნიშნული პროექტის ღირებულებამ 652 313 ლარი შეადგინა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სგ ჯგუფი“ განახორციელა.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე, კახაბერ გულედანი და დიდუბის რაიონის გამგებელი, ვლადიმერ ძნელაძე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გარემოს ეროვნული სააგენტო – საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება – ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება – დაბლობსა და ბარში 39-40 გრადუსამდე, მთაში 37-40 გრადუსამდე

ვოლოდიმირ ზელენსკი – პოლონეთის პრეზიდენტთან მნიშვნელოვანი და საჭირო საუბარი იყო, საერთო საფრთხე გვაქვს – რუსეთი – მნიშვნელოვანია მხარდაჭერის შენარჩუნება და შეთანხმებულად მოქმედება