პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“თავიდან ელდა კი მეცა…” – წულუკიანი მინისტრის პოსტს ტოვებს

“თავიდან ელდა კი მეცა…” – წულუკიანი მინისტრის პოსტს ტოვებს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს – ამის შესახებ მან გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.
“დღეს ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ მე ბოლო სამუშაო დღე მაქვს. რაც შეეხება ჩვენს ერთად მუშაობს, ამ 3 წლის განმავლობაში – თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს. ცოტა მოხულიგნოს, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს – ეს ხანდახან პრობლემაა. დამიბარეს, მივდივარ და როლიც გაირკვევა რა მაქვს მონიჭებული“, თქვა წულუკიანმა.
წულუკიანის ამ გამოსვლის ვიდეო „პუბლიკამ“ გამოაქვეყნა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.