პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზღვის ფსკერზე 15 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი იპოვეს – დაკავებულია 7 პირი

ზღვის ფსკერზე 15 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი იპოვეს – დაკავებულია 7 პირი

პოლონელმა მესაზღვრეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის ოპერაციის ჩატარების დროს, ბალტიის ზღვის ფსკერზე 100 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” პოლონეთის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
15 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკის აღმოჩენასთან დაკავშირებით დაკავებულია შვიდი ადამიანი. მათ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სასაზღვრო სამსახურმა ნარკოტიკი პოლონეთის ჩრდილოეთ ნაწილში, გდანსკის ყურეში იპოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.