პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა? დე ლაურენტისს მხოლოდ ერთი რამ ვთხოვე" - ანტონიო კონტე

"ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა? დე ლაურენტისს მხოლოდ ერთი რამ ვთხოვე" - ანტონიო კონტე

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, ჟურნალისტებთან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შესახებ ისაუბრა. გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის თქმით, მან კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს სთხოვა, რომ თუ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის გაძლიერების შანსი იქნება, ამაზე უარი არ თქვას.
"უკვე 41 ქულა დავაგროვეთ, ვფიქრობ, სეზონის დასაწყისში ამას ვერავინ იფიქრებდა. ამით უნდა ვიამაყოთ, თუმცა ამავდროულად ამაზე არ უნდა დავკმაყოფილდეთ და ზრდა გავაგრძელოთ.
ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ გაუმჯობესება არ შეწყვიტონ, ამას საკუთარი თავისგანაც ვითხოვ.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა? დე ლაურენტისს ვთხოვე, რომ არ დავსუსტდეთ და თუ გუნდის
გაძლიერების შანსი იქნება, ამაზე უარი არ თქვას", - განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" "ატალანტასთან" ერთად ჩემპიონატის ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.