პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვესტ ჰემს" "აიაქსიდან" ბრობის, ან "ლაიფციგიდან" სილვას იჯარით დამატება სურს

"ვესტ ჰემს" "აიაქსიდან" ბრობის, ან "ლაიფციგიდან" სილვას იჯარით დამატება სურს

"ვესტ ჰემი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფორვარდის იჯარით დამატებას გეგმავს.
Sky Sport-ის ცნობით, "ჩაქუჩები" არჩევანს ანდრე სილვასა და ბრაიან ბრობის შორის გააკეთებენ.
სილვამ მიმდინარე სეზონში "ლაიფციგში" 8 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა, 29 წლის ფორვარდის გადაბირებით ბუნდესლიგის კლუბებიც ინტერესდებიან.
რაც შეეხება ბრობის, ნიდერლანდელმა მიმდინარე სეზონში "აიაქსის" მაისურით ჩატარებულ 18 შეხვედრაში თავი ასევე 1 გატანილი გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა, ორივე თავდამსხმელს ამჟამინდელი გუნდების შეცვლა სურთ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.