ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, დროა შეწყდეს ეს აბსურდული ომი – ღმერთმა დალოცოს რუსი და უკრაინელი ხალხი!

ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, დროა შეწყდეს ეს აბსურდული ომი – ღმერთმა დალოცოს რუსი და უკრაინელი ხალხი!

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„ახლახან ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. სატელეფონო საუბარი ძალიან კარგად წარიმართა. მას, როგორც პრეზიდენტ პუტინს, სურს მშვიდობის მიღწევა.
ჩვენ განვიხილეთ ომთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი, მაგრამ ძირითადად საუბარი შეეხო პარასკევს მიუნხენში დაგეგმილ შეხვედრას, რომელსაც დაესწრებიან ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო. ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრის შედეგები პოზიტიური იქნება. დროა შეწყდეს ეს აბსურდული ომი, რომელმაც უზარმაზარი და სრულიად არასაჭირო მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ღმერთმა დალოცოს რუსი და უკრაინელი ხალხი!“, – განაცხადა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.