ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა რომში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლას ქართული წიგნები გადასცეს საჩუქრად

ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა რომში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლას ქართული წიგნები გადასცეს საჩუქრად

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა – საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა და კარტოგრაფიის განყოფილების უფროსმა ბექა ღაჟონიამ რომში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლას ქართული წიგნები გადასცეს საჩუქრად.
“რომის ქართული საკვირაო სკოლა რომის სამრევლოსთან ფუნქციონირებს. სკოლას, რომელიც წლებია ქართულ ენას, ლიტერატურას, კულტურას აცნობს იქ მცხოვრებ ქართველ ბავშვებს, აქვს ქართული ბიბლიოთეკა. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სწორედ ამ ბიბლიოთეკის ფონდი განაახლა თანამედროვე ქართული წიგნებით, ბიბლიოთეკის უახლესი გამოცემებით.
რომის საკვირაო სკოლის ქართული ბიბლიოთეკის ფონდი ახალი ლიტერატურით მომავალშიც შეივსება”, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.