ერევანში სომხეთი - საქართველოს მატჩამდე გულშემატკივრების ორი მსვლელობა მოეწყობა

ერევანში, ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთი - საქართველოს მატჩამდე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები რესპუბლიკის მოედანზე 18:00 საათზე შეიკრიბებიან და სტადიონისკენ მსვლელობას დაიწყებენ.
ზუსტად ამ დროს სომხეთის ნაკრების ქომაგები – FAF Ultras-ი გულშემატკივართა ერთიან მსვლელობას მოაწყობს. მონაწილეთა შეკრება 18:00 საათზე საფრანგეთის მოედანზე, არამ ხაჩატურიანის ძეგლთან დაიწყება, რის შემდეგაც გაერთიანებული ჯგუფი რესპუბლიკური სტადიონისკენ 19:00 საათზე გაემართება.
20 მარტს სომხეთის ნაკრები საქართველოს ერევანში დაუპირისპირდება, საპასუხო მატჩი კი თბილისში 23 მარტს გაიმართება. შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, საქართველოს რადიო და პირველი-არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.