ევროპარლამენტარები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ

ევროპარლამენტარები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ. ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, რაინიე ვან ლანშოტა; ევროპარლამენტარი მიჰალ შჩერბა (პოლონეთი); ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი (გერმანია); ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე და ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი (გერმანია) პარლამენტთან შეკრებილებს მსვლელობით შეუერთდნენ.
მსვლელობისას დიპლომატებს მოქალქეები ტაშით და ოვაციებით ხვდებოდნენ.
ასევე ისმოდა შეძახილები: “საქართველო, საქართველო!”.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო