ეგვიპტეში ზვიგენის თავდასხმის შედეგად ტურისტი დაიღუპა

ეგვიპტის წითელი ზღვის სანაპიროზე ზვიგენის თავდასხმას ერთი ტურისტი ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემთხვევა საკურორტო ქალაქ მარსა ალამის ჩრდილოეთით მოხდა. უწყების ცნობით, ტურისტებზე თავდასხმა “ღრმა წყლებში, საცურაო ზონის გარეთ” მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, დაღუპული და დაშავებული ტურისტები იტალიის მოქალაქეები არიან. დაღუპული 48 წლის მამაკაცია, დაშავებული კი – 69 წლის.
მომხდართან დაკავშირებით, მარსა ალამში საცურაო ტერიტორია დაიხურა და გამოძიება მიმდინარეობს.
ზვიგენების კვლევის დამოუკიდებელი ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, წითელ ზღვაში ზვიგენების თავდასხმის შედეგად ადამიანების დაღუპვის ოთხი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)