დღეიდან, საქართველოში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება ნებადართული

დღეიდან, საქართველოში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება ნებადართული.
კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით.
„სადა შეფუთვა მიზნად ისახავს თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკვე თებერვალში დაფიქსირდა თამბაქოს ზოგიერთი მწარმოებლის მიერ სავაჭრო ქსელებში სადა შეფუთვით სარეალიზაციოდ სიგარეტების შეტანის ფაქტები. 1-ელი აპრილიდან, კი ყველა დარღვევაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. საჯარიმო სანქცია ამ შემთხვევაში 5000 ლარია“, – აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…